NDI-ის კვლევა

NDI: ქართული ოცნება - 24%, ენმ - 16%, თავ.დემ - 5%, გადაუწყვეტელი - 45%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, იმ გამოკითხულთა 24%, რომელიც არჩევნებზე მისვლას აპირებს, ქართულ ოცნებას დაუჭერდა მხარს, ხოლო 16% - ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.

იმ გამოკითხულთა 5%, ვინც არჩევნებზე მისვლას აპირებს, თავისუფალ დემოკრატებს დაუჭერდა მხარს, 4% - საქართველოს პატრიოტთა ალიანსს, ხოლო 3-3% ლეიბორისტულ პარტიას და "სხვას".

აღსანიშნავია, რომ 45% არცერთ პარტიას არ დაუჭერდა მხარს ან კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 56% მივიდოდა, 44% - არ მივიდოდა.

კომენტარები