ფრაქცია ქართული ოცნება

თამარ კორძაიამ ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა

geonews.ge

დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფრაქცია ქართული ოცნება პირადი განაცხადის საფუძველზე დატოვა. საკითხს სავარაუდოდ, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. 

პარლამენტში შესული განაცხადის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 91-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, თამარ კორძაია პირადი განცხადების საფუძველზე აღარ ირიცხება ფრაქცია ქართული ოცნების წევრად.

ფრაქციის დატოვების მიზეზებზე კორძაია რამდენიმე წუთში, ბიუროს სხდომის დაწყებამდე გააკეთებს ჟურნალისტებთან კომენტარს.

კომენტარები