კრიმინალი

ფალიაშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ფალიაშვილის ქუჩაზე 20 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა დანით მიაყენეს. შემთხვევის თვითმხილველების თქმით, დაჭრას წინ ჩხუბი უძღვოდა. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თუმცა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებენ. 

 

 

 

 

კომენტარები