ტერაქტი ავღანეთში

ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელის აფეთქებამ 3 ადამიანი იმსხვერპლა

ავღანეთი
AFP

თვითმკვლელმა ტერორისტმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან თავი აიფეთქა, შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, სულ ცოტა 18 - დაშავდა. მათ შორის არიან ქალები და ბავშვებიც. თალიბანმა შემთხვევა საკუთარ თავზე აიღო.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს მეორე ტერორისტული შემთხვევაა. ხუთშაბათს, თალიბანის მიერ სასტუმროზე თავდასხმამ 14 ადამიანი იმსხვერპლა, მათი უმეტესობა უცხოელია.

კომენტარები