გგი უგულავას საქმე

აბესაძე: მერიამ უგულავას საქმის მოწმესთან კორუფციული გარიგება გააფორმა

droanews.ge

თბილისის მერიამ გიგი უგულავას საქმის მოწმესთან საგზაო სამუშაოების შესრულების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ლოკომოტივის სტადიონის გარე რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1 მილიონი ლარი გამოიყო და სამუშაოები დაუკვეთეს კომპანიას, რომლის მფლობელი გიგი უგულავას საქმეში მთავარი მოწმეა.

აბესაძის თქმით, კომპანია ენკო 2014 წლის ოქტომბერში შეიქმნა და მისი რეალური მფლობელი ტარიელ ხიზანეიშვილია, დამფუძნებელი კი ასევე მოწმე გიგი უგულავას საქმეში - თორნიკე შიოლაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს ამ დრომდე არ პასუხობენ თბილისის მერიაში.

 

კომენტარები