Russia Today

ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო RUSSIA TODAY-ს მიკერძოებულობაში ადანაშაულებს

ბრიტანეთის მედიარეგულატორმა ოფკომმა (Ofcom) ინგლისურენოვანი რუსული ტელეარხის RUSSIA TODAY-ს გადაცემა სოფიკოს (SophieCo) მიმართ, რომელიც სოფო შევარდნაძეს მიჰყავს, გამოძიება დაწყო. Ofcom-ი RUSSIA TODAY-ს მიუკერძოებლობის მოთხოვნის დარღვევას ედავება.

საქმე ეხება გადაცემას დიდ ბრიტანეთში მიგრანტთა ცენტრების შესახებ, რომლის თაობაზეც მედიარეგულატორმა მაყურებლებისგან საჩივრები მიიღო. ეს რეგულატორის მიერ რაშა თუდეის წინააღმდეგ დაწყებული უკვე მეექვსე საქმეა. მანამდე ოფკომი რაშა თუდეის უკრაინის მოვლენების მიკერძოებულად გაშუქებისთვის სანქციებით დაემუქრა, რომელიც შესაძლოა ჯარიმას ან ლიცენზიის ჩამორთმევას ითვალისწინებდეს. 

კომენტარები