საუდის არაბეთის შიიტურ მეჩეთში მომხდარ ტერაქტს 21 ადამიანი ემსხვერპლა

www.frontpagemag.com

საუდის არაბეთის შიიტურ მეჩეთში მომხდარ ტერაქტს 21 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია 81 ადამიანი, რომელთაგან 12 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ISIS-ის მებრძოლებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს, სადაც აღწერილია ოპერაციის დეტალები. იქვეა განთავსებული თვითმკვლელი ტერორისტის ფოტოც.

აღსანიშნავია, რომ ისლამური სახელმწიფოს ტერაქტები საუდის არაბეთში ძალიან იშვიათია. აქვე შეგახსენებთ, რომ შიიტი მუსულმანები საუდის არაბეთის რელიგიურ  უმცირესობას წარმოადგენენ, ქვეყანის მოსახლეობის 85-90% სუნიტი მუსულმანია.

კომენტარები