ეკონომიკური გუნდის შეხვედრა

ქართული ოცნების ოფისში ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. ეკონომიკური გუნდის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და საბიუჯეტო საფინანსო კომიტეტის წევრებმა ქართული ოცნების ოფისი უკვე დატოვეს. უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ეკონომიკური გუნდის სხდომაზე ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებული სავალუტო კრიზისის საკითხი და ეროვნული ბანკის თემა განიხილეს, თუმცა ეს ინფორმაცია დეპტუატებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა არც დაადასტურეს და არც უარყვეს. 

"როგორც იცით, ჩვენმა კომიტეტმა უკვე განიხილა ეროვნული ბანკის საკითხი, ჩვენ ნეგატიურად შევაფასეთ ეროვნული ბანკის საქმიანობა, ახლა მზადდება სხდომა უკვე წამყვან კომიტეტში და შემდეგ სესიაზეც იქნება განხილვა", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

აღნიშნული შეხვედრის პარალელურად პოლიტსაბჭოს სხდომაც მიმდინარეობს, როგორც წინასწარ არის ცნობილი შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებს განიხილავენ. 

კომენტარები