უკრაინის კრიზისი

ლინკიავიჩუსი: უკრაინის საზღვრებთან რუსული ძალების კონცენტრაცია ხდება

telegraf.com.ua

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა Reuters-ისთვის მიცემულ ინტერვიუში შეშფოთება გამოთქვა უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო. ლინკიავიჩუსის თქმით, უკრაინაში სეპარატისტები ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაზე უკეთ შეიარაღებული არიან.

ლინკიავიჩუსმა დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, შესაძლოა, სეპარატისტები რუსეთის მხარდაჭერით ახალი შეტევისთვის ემზადებიან.

უკრაინის საზღვრისკენ მოძრავი რუსული ტექნიკის ფოტოსურათები Reuters-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

კომენტარები