თბილისის მერია

თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება

თბილისის მერიამ 520 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა. როგორც დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, კონკურსი სამი ეტაპისგან შედგება. მისი თქმით, პირველ ეტაპზე, შემოსულ განცხადებებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს შეადარებენ და გადაარჩევენ. შერჩეული კანდიდატები მეორე ეტაპზე ტესტირებას გაივლიან. მათ 75%-იანი ბარიერის გადალახვის ვალდებულება ექნებათ. მესამე ეტაპზე კი, ბარიერგადალახული კანდიდატები გასაუბრებას გაივლიან.

"მინდა ხაზი გავუსვა თბილისის მერიის სისტემაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე გამოსაცხადებელ კონკურსს, მოქმედი კანონმდებლობიდან, წესებიდან და პროცედურებიდან გამომდინარე, გვაქვს ვალდებულება დარჩენილ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოვაცხადოთ. ამიტომ თბილისის მერიის სისტემაში შევქმენით საკონკურსო საატესტაციო კომისია, რომელმაც წინამოსამზადებელი სამუშაოები დაასრულა. წარმოადგინა საკვალიფიკაციო მოთხოვნები, წარმოადგინა კონკურსის გამოსაცხადებლად შესაბამისი დოკუმენტაცია და დღეიდან საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი ცხადდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კომენტარები