კრიზისი უკრაინაში

პოროშენკო: რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია

0 კომენტარი
ფოტო: www.telegraph.co.uk

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის საზღვრებთან დიდი რაოდენობით რუსული ძალებია კონცენტრირებული.

"რუსული ძალების უპრეცედენტო რაოდენობა უკრაინის საზღვრებთან ახლოს იმყოფება, რუსული ძალები ასევე იმყოფებიან უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გასული წლის აგვისტოს შემდეგ ამდენი ჯარები საზღვრებთან არ ყოფილა. რუსული ინტერვენციის საფრთხე უპრეცედენტოდ მაღალია და ამის გამო ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში 50 ათასზე მეტი სამხედრო გვყავს", - განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქალაქ მარიინკაში პრორუსული ძალების შეტევის მოგერიების დროს უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის 12 მებრძოლი ტყვედ ჩაიგდეს, მათ შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. უკრაინელმა სამხედროებმა მარიინკა დივერსანტებისგან მთლიანად გაწმინდეს. ბოლო დღე- ღამის განმავლობაში სეპარატისტები უკრაინელთა პოზიციებს კვლავ არტილერიით ბომბავდნენ, რის შედეგად 4 სამხედრო დაშავდა.

ამასთან, დღეს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს კვლავაც შეუძლია ისარგებლოს უფლებით, ჯარები ქვეყნის საზღვრის გარეთ გაგზავნოს. ამის ნებართვა პუტინს ფედერაციის საბჭომ უნდა მისცეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები