არჩევნები თურქეთში

ერდოღანის პარტია თურქეთის პარლამენტში უმრავლესობას კარგავს

0 კომენტარი
არჩევნები თურქეთში ფოტო: YASIN AKGUL / AGENCE FRANCE-PRESSE

თურქეთში, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის პარტიამ 13 წლის მანძილზე პირველად საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა. ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ გაირკვა, რომ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ ხმათა 41%-ზე მეტი ვერ მიიღო, რაც მიუხედავად იმისა, რომ არის ყველა ცალკე აღებულ პარტიაზე მეტი, საკმარისი არ არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რომელიც ერდოღანს პრეზიდენტის ინსტიტუტის უფლებამოსილების გაზრდისთვის სჭირდება.

ხმათა ეს რაოდენობა სავარაუდოდ აუცილებელს გახდის კოალიციის ფორმირებას ქვეყნის მართვისთვის. შედარებისთვის 2011 წლის არჩევნებზე იმავე პარტიას ამომრჩეველთან ნახევარმა, 50%-მა გამოუცხადა ნდობა. ეს ნიშნავს, რომ ერდოღანი თითქმის 100 ადგილს კარგავს პარლამენტში. 

ამასთან, ისტორიაში პირველად პროქურთულმა პარტიამ გადალახა 10%-იანი ბარიერი და 12%-ით პარლამენტში მოხვდა. სახალხო-დემოკრატიულ პარტიაში უკვე განაცხადეს, რომ ისინი არ ითანამშრომლებენ ერდოღანის პარტიასთან.

ერდოღანს, რომელიც პრემიერმინისტრის პოსტს 2003 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა, ხოლო შარშან საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, სურს თურქეთის საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაქცევა, რაც არჩევნების არსებული შედეგებით თითქმის შეუძლებელია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თამუნა აქსანდერი

კომენტარები