ერაყის სამთავრობო ძალებმა ქალაქი ბაიჯი დაიბრუნეს

www.frontpagemag.com

ერაყის სამთავრობო ძალებმა ამერიკელ მებრძოლებთან ერთად ერაყის ქალაქი ბაიჯი დაიბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"ჩვენ ქალაქი უკან დავიბრუნეთ, მთლიანად ვაკონტროლებთ სამთავრობო კომპლექსს, ქალაქის ცენტრს, მთავარ მეჩეთსა და მიმდებარე ტერიტორიებს", - განაცხადა ერაყის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თაჰსინ იბრაჰიმმა.

მისი თქმით, აშშ-მა ამ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა, რომლებსაც ბაიჯი ეკავათ, უკან დაიხიეს, ქალაქ მოსულისკენ. თაჰსინ იბრაჰიმის თქმით, ISIS-ის მებრძოლებმა ქალაქის ტერიტორიაზე ხაფანგები დატოვეს. მან ასევე დაამატა, რომ დარჩენილია მხოლოდ მცირე წინააღმდეგობის კერები.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ორი თვის წინ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ქალაქ ბაიჯის ნაწილი ხელთ იგდო.

კომენტარები