კრისტოფერ ლი

93 წლის ასაკში მსახიობი სერ კრისტოფერ ლი გარდაიცვალა

loudwire.com

93 წლის ასაკში მსახიობი სერ კრისტოფერ ლი გარდაიცვალა.

კრისტოფერ ლიმ კინოში სახელი ბოროტმოქმედების როლებით გაითქვა. სხვადასხვა დროს მსახიობმა გრაფი დრაკულა, ჯემს ბონდის ერთ-ერთი უმთავრესი ვილანი ფრანცისკო სკარამანგა, "ბეჭდების მბრძანებელში" სარუმანი და "ვარსკვლავურ ომებში" გრაფი დუკუ განასახიერა.

კრისტოფერ ლი არაერთ ოპერისა და მუსიკალური ალბომის შექმნაშიც მონაწილეობდა. იგი არაერთი ჰევი მეტალ ალბომის შემქმნელია და სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მუშაობდა.

კომენტარები