საბერძნეთი-ევროკავშირის ურთიერთობა

ბრიუსელში საბერძნეთის წინადადებებზე მსჯელობენ

0 კომენტარი
ფოტო: left.gr

ევროკავშირის წვერი ქვეყნები საბერძნეთის ახალ წინადადებებს პროგრესად და იმედისმომცემად მიიჩნევენ. წინადადებები, რომელიც  ბრიუსელში პრემიერმა ციპრასმა ჩაიტანა, ახალი გადასახადების დაწესებას, დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდას და საპენსიო რეფორმას ითვალისწინებს. მსჯელობა ბრიუსელში 25 ივნისამდე გაგრძელდება. წარმატების შემთხვევაში საბერძნეთი  სავალუტო ფონდისგან მილიარდ 600 მილიონ ევროს მიიღებს. მოლაპარაკების ჩავარდნის შემთხვევაში კი, დეფოლტი და ევროზონიდან გასვლა ემუქრება.  

"საერთაშორისო ინსტიტუტებმა ჩვენი წინადადებები მოიწონეს, როგორც საფუძველი დისკუსიისთვის. მომდევნო ორი დღის განმავლობაში მოლაპარაკებას გავაგრძელებთ. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ აბსოლუტური ფინანსური სტაბილურობა ქვეყანაში საშუალოვადიან პერიოდში.  როგორც ვხვდები, გადაწყვეტილება ახლა ევროკავშირის ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული" - თქვა საბერძნეთის პრემიერმინისტრმა ალექსის ციპრასმა.

"მივიღეთ წინადადებები საბერძნეთისგან, რაც დისკუსიის კარგი დასაწყისია, რომელიც ძალიან ინტენსიური იქნება.  ჩვენ აქამდე ვერ მოვძებნეთ გადაწყვეტილება, რომელიც დავალიანების მდგრადობის გარანტია იქნებოდა. ჯერ არ ვიცით, მოლაპარაკებებს რა შედეგები მოჰყვება" - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი მასხულია

კომენტარები