ჯიმი ტაბიძის ტრანსფერი

ჯიმი ტაბიძე ბელგიის ჩემპიონ გენტში ჩაირიცხა

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ საბურთალოს მცველი ჯიმი ტაბიძე ბელგიურ გენტში ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთელის უკვე ყოფილი გუნდის, საბურთალოს ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.

"ახალგაზრდა ფეხბურთელმა გუშინ სამედიცინო შემოწმება გაიარა, დღეს კი პირველ ვარჯიშს გამართავს. მხარეებს შორის ხელშეკრულება უახლოეს დღეებში გაფორმდება", - ნათქვამია საბურთალოს ფეისბუქის გვერდზე.

რაც შეეხება გენტს, გუნდი ბელგიის მოქმედი ჩემპიონია და, შესაბამისად, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

შეგახსენებთ, რომ ჯიმი ტაბიძე თავის ასაკში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება - ის სხვადასხვა დროს სტაჟირებაზე ინგლისურ ლივერპულსა და მადრიდის რეალში იყო მიწვეული, ბოლოს კი სინჯებზე დიუსელდორფის ფორტუნაში იმყოფებოდა.

 

 

კომენტარები