ქორწინების თანასწორობა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ლგბტ პირთა ქორწინება ლეგალურად გამოაცხადა

გეი ქორწინება
huffpost.com

დღეიდან ამერიკის ორმოცდაათივე შტატში ერთი სქესის პირებს შორის ქორწინება ლეგალურია. აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სახელმწიფოს მხრიდან გეი ქორწინებაზე უარის თქმა. შესაბამისად, დღეიდან ლგბტ პირებს აქვთ კონსტიტუციური უფლება იქორწინონ იმავე სქესის წარმომადგენლებზე, რომელსაც თავად მიეკუთვნებიან.

აქამდე ერთი სქესის მქონე პირთა ქორწინება არ იყო ფედერალურ იურისდიქციაში და გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით თითოეული შტატი ცალ-ცალკე იღებდა. გეი კავშირები აღიარებული იყო მხოლოდ 37 შტატში 50-დან.

გადაწყვეტილება არ ავალდებულებს რელიგიურ ორგანიზაციებს, ჯვარი დაწერონ გეი, ლესბოსელ ან ბისექსუალ წყვილებს.

 

 

კომენტარები