UEFA-ს სუპერთასი

სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან დაიწყება

UEFA-ს გადაწყვეტილებით, სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან biletebi.ge-ზე დაიწყება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა. სულ 24 000 ბილეთი გაიყიდება. 

biletebi.ge-ის ტექნიკური დირექტორის გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, კომპანია ბილეთების გაყიდვისთვის მზად არის. მისივე თქმით, ბილეთები გაიყიდება რიგითობით. 

"საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანი შევა. ბილეთები გაიყიდება რიგითობით. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", - თქვა ჩხიკვიშვილმა. მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო UEFA-ს კომპანიისთვის არანაირი სანქცია არ დაუწესებია.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები