თელასი

თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

თელასის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კერძოდ, ნაძალადევის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს. 11:00-დან 18:00-მდე - სიხარულიძის, გარიყულის, თიანეთის, გარიშვილების და ჩარგლის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00 საათამდე თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და ნინუას ქუჩების მაცხოვრებლებს. ხოლო 11:00-დან 13:00-მდე - თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების X კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გარდა ამისა, თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება თბილისის შემდეგ უბნებს:

ისნის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე - ლაღიძის ჩიხის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკის და შანდორ პეტეფის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00-მდე: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის, გულუას და ლაისტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე: სადგურ ლილოს და იუმაშევის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 15:00-მდე: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, წინამძღვრიშვილის და რომის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

11:00-დან 14:00-მდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ გლდანის, გლდანის VII მიკრორაიონის და მაისურაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე ელექტროენერგია შეუწყდებათ რუსთავის გზატკეცილის, სოფელ ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სადგურის, ნაკაშიძის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: ლეონიძის, ინგოროყვას, ლერმონტოვის, ქიქოძის, მაჩაბელის, იაშვილის და ჭონქაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, მეტრეველის, მაიაკოვსკის, თევდორე მღვდლის, გორის, ფიფიას, ცაბაძის, ფოთის, ბაგრატიონის, ზუგდიდის, ევდოშვილის და სოხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომენტარები