UEFA-ს სუპერთასი

Biletebi.ge: გაყიდულია სუპერთასის 1 200 ბილეთი

Biletebi.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გაყიდულია UEFA-ს სუპერთასის 1 200 ბილეთი. ამ დროისთვის, რიგშია 115 000-ზე მეტი მომხმარებელი.

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზე დილის 09:00-ზე დაიწყო. თუმცა, ვებგვერდის ადმინისტრაციამ რიგი რამდენჯერმე შეაჩერა. რის გამოც, მომხმარებლები რიგში დაწინაურებას ვერ ახერხებდნენ. ამის გარდა, გულშემატკივრების ნაწილის ინფორმაციით, მათი რიგის მოსვლის შემდეგ, ვებგვერდმა "გამოაგდო" და რიგის ბოლოს აღმოჩნდნენ. 

საიტმა სულ 24 000 ბილეთი უნდა გაყიდოს. 

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები