წყალმომარაგება

8 ივლისამდე, GWP სამგორის რაიონის ნაწილს წყალს გრაფიკით მიაწვდის

ერიკ თაიერი / REUTERS

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის განცხადებით, "კომპანია თბილისის წყალმომარაგების სისტემის სტაბილურობისთვის, 22 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, სამგორის სათავე ნაგებობაზე რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს". ამიტომ, 1-დან 8 ივლისამდე სამგორის რაიონის ზოგიერთ დასახლებას წყალმომარაგება შემდეგი განრიგის მიხედვით შეუწყდება:

20:00-დან 10:00 საათამდე: დიდ ლილოს, ნასაგურს, წინუბანს, საქნავთისა და ლილოს დასახლებებს, სოფ. გამარჯვებისა და ვარკეთილის მეურნეობის ნაწილს, ვაზიანის სამხედრო ბაზას.

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 11:00-დან 20:00 საათამდე: ორხევის, სამხედრო და აეროდრომის დასახლებების ნაწილს, ზემო პლატოს და ალექსეევკის დასახლებებსა და ზოგიერთ ქუჩას. 

ღამის 12 საათიდან (00:00)-დან 08:00 საათამდე და 12:00-დან 20:00 საათამდე: ვაზისუბნის მიკრორაიონებს და ვარკეთილის IV მ/რაიონის მე-3 კვარტალს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მომხმარებლებს ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება, ტექნიკური სამუშაოები შესაძლებლად მოკლე დროში დაასრულოს" - აცხადებს კომპანია.

კომენტარები