კათალიკოს-პატრიარქი

პატრიარქი ყვარლის ტბის კურორტზე ექსკლუზიური სერვისით სარგებლობს

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და მისი თანმხლები პირები ყვარლის ტბის კურორტზე ისვენებენ. კურორტზე, ილია მეორე აუზით და სპით სარგებლობს, ამ მიზეზით სასტუმროს სტუმრებს გამაჯანსაღებელი ცენტრის ტერიტორია დაატოვებინეს და ადგილზე მხოლოდ პატრიარქი და მისი თანხმლები პირები იმყოფებიან.

სასტუმროში, სადაც ერთი ღამის გატარება 260 ლარი ჯდება, პატრიარქის სტუმრობის გამო დამსვენებლებს და ტურისტებს არ აძლევენ იმავე მომსახურებით სარგებლობის უფლებას, რითაც პატრიარქს და მის მხლებლებს.

ამან სასტუმროს სტუმრების, მათ შორის უცხოელ ტურისტთა უკმაყოფილება გამოიწვია. ბრიტანელი ტურისტის განცხადებით, მას მეორე კლასის მომხმარებელივით ექცევიან.

 

კომენტარები