UEFA-ს სუპერთასი

Biletebi.ge: საერთაშორისო კვოტა ამოწურულია, 22 000 ბილეთი სალაროში გაიყიდება

Biletebi.ge-მ Uefa-ს სუპერთასის ბილეთების ონლაინგაყიდვა დაასრულა. ვებგვერდმა გუშინ 4 300 ბილეთი გაყიდა. ბილეთები როგორც უცხოელ, ისე ქართველ მომხმარებელზე გაიცემოდა.

"საერთაშორისო კვოტა ამოწურულია. 22 000 ბილეთის რეალიზაცია მოხდება სალაროში", - წერს biletebi.ge.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების სალაროებში გაყიდვა.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები