კრიმინალი

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო რეალიზაციის ბრალდებით 5 პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, 1956 წელს დაბადებული მალხაზ გ, 1979 წელს დაბადებული ზურაბ ლ, 1962 წელს დაბადებული ტარიელ ქ, 1989 წელს დაბადებული დავით გ. და 1956 წელს დაბადებული ოთარ ლ. საქართველოში ყიდულობდნენ "გლოკის" სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს. ოფიციალურად იფორმებდნენ, ხოლო შემდეგ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის რეალიზაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე მართლსაწინააღმდეგოდ ახდენდნენ. 

შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები გორის რაიონის სოფელ ქიწნისში დააკავეს. ხუთივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

კომენტარები