UEFA-ს სუპერთასი

სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს, 09:00 საათიდან გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას ინფორმაციით, UEFA-ს სუპერთასის ბილეთები 12 ივლისს, 09:00 საათიდან მიხეილ მესხის სტადიონის სალაროებში გაიყიდება.

სიჭინავას თქმით, სუპერთასის ბილეთების ფასი უცვლელი რჩება. ღირებულება კატეგორიების მიხედვით 18, 35 და 75 ლარი იქნება. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება. მისივე განცხადებით, სალაროები, სავარაუდოდ, 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

UEFA-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა, რომელზეც ბარსელონა და სევილია ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, თბილისში 11 აგვისტოს დინამო არენაზე გაიმართება. მატჩი 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები