ელექტროენერგიის გათიშვა

თბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგია დროებით შეუწყდება

გეგმიური სამუშაოების გამო, ხვალ თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კერძოდ, კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ უბნებს:

დიდუბის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე - დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბელიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის IV კვარტლის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიქელაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, რომელაშვილის, ნათაძის, ბეჟანიშვილის, ხვინგიას, წიწამურის, ცოტნე დადიანის, ტრაქტორის, ზესტაფონის და საყვირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00-დან 15:00-მდე ელექტრომომარაგება შეუწყდება გურამიშვილის გამზირის, გვაზაურის და მექანიზაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00-დან 16:00-მდე ელექტროენერგია არ ექნებათ სიმონ ჩიქოვანის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10:00-დან 15:00-მდე: სოფელ დიღმის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის III, IV მიკრორაიონების, ტარიელის და მეფე მირიანის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00-დან 16:00-მდე კი, დელისის II, III ქუჩების, ნადარეიშვილის, გაზაფხულის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00-დან 17:00-მდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე-პავლეს დასახლების, კახეთის გზატკეცილის, შორაპნის, ბოგდან ხმელნიცკის, ივერიელის და ხარაბაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ხვედელიანის ქუჩის მაცხოვრებლებს. 11:00-დან 13:00-მდე ელექტრომომარაგება შეუწყდება ნიაბის, გალავნის, გოლოვნის, სომხეთის, განთიადის, კიკეთის, სამხედროს, საინგილოს, ბეთანიის, კვესეთის და სათემოს ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

10:00-დან 16:00-მდე ელექტროენერგია შეუწყდებათ კრწანისის, სოლომონ მეორეს და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00-დან 17:00-მდე ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ არსენას, ქიქოძის, ცხემის, ჭავჭავაძის და რიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე ელექტროენერგია არ ექნებათ გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11:00-დან 16:00-მდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჭავჭავაძის და მარჯანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00-დან 18:00-მდე ელექტროენერგია შეუწყდებათ დიუმას, ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის, ნაკაშიძის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები