გზები

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვა უახლოეს საათებში მოიხსნება.

"ძლიერი წვიმის შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე ჩამოსულია მიწა, კლდის ნაშალი, რის გამოც ჩაკეტილია გზის სავალი ნაწილი. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმობენ. საავტომობილო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება", - იუწყება დეპარტამენტი.

 

კომენტარები