მეწყერი

სოფელ ახალდაბასთან ახლოს მეწყერი ჩამოწვა

RFE/RL

თბილისში, სოფელ ახალდაბასთან ახლოს დღეს, 07:00 საათზე მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მეწყერი მცირე მასშტაბის იყო. უწყების ცნობით, მეწყერმა დააზიანა გაზსადენი, ასევე საავტომობილო გზის ნაწილი, რომელიც უკვე გაწმენდილია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ასევე არ დაზიანებულა საცხოვრებელი სახლები.

მომხდარის გამო, სოფელ ახალდაბას გაზმომარაგება შეუწყდა. ყაზტრანსგაზ-თბილისის განცხადებით, ახალდაბასთან ჩამოწოლილმა მიწის მასამ მნიშვნელოვნად დააზიანა შპს ყაზტრანსგაზ-თბილისის კუთვნილი გაზსადენი, რის გამოც სოფელ ახალდაბას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. 

"გაზსადენი პირველად 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გამოვიდა მწყობრიდან და მისი რეაბილიტაცია შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინტენსიური მუშაობის შედეგად რამდენიმე დღეში მოხერხდა. კომპანია გაზსადენის აღდგენით სამუშაოებს დაიწყებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. 

კომენტარები