ელექტრომომარაგება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია თელასის ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო, დღეს, 10:00-დან 17:00-მდე, შეზღუდვა შეეხება კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, მებაღეობის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და პოლიციის ქუჩების მცხოვრებლებს, 11:00-დან 15:00-მდე - ვარკეთილის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ჭიჭინაძის 360 კილომეტრს, ჭიჭინაძის, გუმათჰესის და იდუმალის ქუჩებს; ხოლო 10:00-დან 16:00-მდე - ბოლო აღმართის, ოქროყანის, ამაღლების, შინდისის, მესხის, გერგეთის, შხეფის, ავთანდილის და წავკისის ქუჩებს.

დღესვე, 12:00-დან 13:00-მდე, ელექტრომომარაგება შეუწყდება კოჯრის ახალი გზატკეცილის, კოჯრის შესახვევის, ამაღლების, ლერმონტოვის, იაშვილის, ასათიანის, ქიქოძის, მაჩაბლის და ინგოროყვას ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 14:00-მდე - გლდანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

11:00-დან 18:00-მდე, შეზღუდვა შეეხება ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის დასახლების და ფონიჭალის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 10:00-დან 16:00-მდე - ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I და II კვარტლების მცხოვრებლებს. 11:00-დან 17:00-მდე - ჭავჭავაძის გამზირის, ჭოველიძის, ზანდუკელის, კერესელიძის და მაყაშვილის ქუჩებს, ყვარლის, ტვიშის, მესხეთის, მთისძირის, უშაკოვის და ქვის სახლის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00-დან 16:00-მდე კი, ელექტრომომარაგება შეუწყდება მარჯანიშვილის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 15:00-მდე - გურამიშვილის გამზირის, თორნიკე ერისთავის, ცოტნე დადიანის, ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ტრაქტორის და ჭყონდიდელის ქუჩებს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. 

 

კომენტარები