საწვავის ფასები

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონით დააჯარიმა

0 კომენტარი
ფოტო: http://pirveliradio.ge

კონკურენციის სააგენტომ დღეს ბაზრის კვლევა დაასრულა და კომპანიები და ეკონომიკური აგენტები ჯამურად 55 მილიონი ლარით დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი ბარაბაძის თქმით,  სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები. ბარაბაძე წინასწარ ვერ აკონკრეტებს, გაზრდის თუ არა ყველა ძირითადი ოპერატორისთვის ჯარიმა საწავავის ფასებს.  

"როგორც მოგეხსენებათ, ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლა, რომელიც 2014 წლის 12 ნოემბრიდან მიმდინარეობდა, დასრულებულია. უპირველეს ყოვლისა გეტყვით, თვითდასკვნა ძალიან მოცულობითია, რაოდენობრივად 1100 გვერდია, რომელიც ეფუძნება 50-ტომიან 15000 გვერდიან საქმის მასალებს. როგორც თქვენთვის ცნობილია, კონკურენციის სააგენტოს მოკვლევისთვის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრული აქვს კანონმდებლობით 10 თვე. ამ ერთ-ერთ ურთულეს სფეროში მოკვლევა იქნა დასრულებული 8 თვის განმავლობაში ანუ ვადაზე ადრე. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, კონკურენციის სააგენტო მივიდა დასკვნამდე, რომ 2008-2014 წლებში ავტოსაწვავის სასაქონლო ბაზაზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, კერძოდ, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები იმპორტში, იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. აქედან გამომდინარე, ბაზრის ძირითად სუბიექტებს - ვისოლს, ლუკოილს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს და სამ ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც ძალიან ახლო სადისტრიბუციო ურთიერთობა გააჩნდათ ამ ხუთეულთან, დაეკისრათ შესაბამისი სანქციები. გარდა ამისა, სანქციები გატარდა ე.წ. ფრენჩაიზინგის ხელშეკრულების მიმღები ეკონომიკური აგენტების მიმართ."- განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ნავთობის ბაზრის კვლევის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზამთარში მიიღო. მაშინ პრემიერი ამბობდა, რომ ნავთობის ბაზარზე ფასები უფრო მეტად უნდა შემცირებულიყო, თუმცა ამას კომპანიები უშლიდნენ ხელს. საქართველოში ნავთობპროდუქტების გასაყიდი ფასი თურქეთსა და სომხეთთან შედარებით უფრო იაფია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებიდან საწვავი მხოლოდ ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში არის უფრო იაფი.

ნავთობკომპანიები ჯარიმასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები