საბერძნეთის კრიზისი

საბერძნეთის პარლამენტმა რეფორმების გეგმა დაამტკიცა

Getty Images

საბერძნეთის პარლამენტმა ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების პაკეტს მხარი დაუჭირა, რომელიც მკაცრი ეკონომიის ზომებს ითვალისწინებს. ამით ათენმა ბრიუსელის წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულა.

დებატები პარლამენტში მწვავედ მიმდინარეობდა, სხდომა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სპიკერმა დატოვა. თუმცა საბოლოოდ დეპუტატებმა რეფორმების გეგმას მხარი დაუჭირეს. შეთანხმების თანახმად, საბერძნეთი ბრიუსელისგან 86 მილიარდ ევროს ოდენობის კრედიტებს მიიღებს. სანაცვლოდ კი, გადასახადებისა და საპენსიო ასაკის გაზრდას დათანხმდა.

რეფორმის მოწინააღმდეგეების ნაწილი, რომლებიც პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ, პოლიციასთან შეტაკებებში ჩაება. მათ პოლიციას ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, სამართალდამცველებმა კი, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა ათენისთვის სასწრაფოდ 7 მილიარდი ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღეს.

 

კომენტარები