თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადა

თბილისი 2015-ის ღონისძიებების დროს რამდენიმე ქუჩა დაიკეტება

ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ თბილისი 2015-თან დაკავშირებით, ოლიმპიადის ჩატარების პერიოდში რამდენიმე ქუჩა დაიკეტება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ოლიმპიური ფესტივალის გახსნის დღეს, 26 ივლისს, 18:20 საათიდან 19:40 საათამდე და 22:00 საათიდან 22:30 საათამდე სრულად დაიკეტება მიხეილ მესხის სახელობის (ყოფილი ლოკომოტივის) სტადიონის მიმდებარე ტერიტორია – წერეთლისა და ჭავჭავაძის ქუჩების გადაკვეთიდან კუს ტბის ასახვევამდე. ამ  მიმართულებით  მოძრავი #9, 34, 51 ავტობუსების  ნაწილი იმოძრავებს სადგურის მოედნიდან ვაკის პარკამდე, ნაწილი კი ბაგების დასახლებიდან - ვაკის სასაფლაომდე.

რაც შეეხება მიკროავტობუსებს, #32, 120, 126, 170, 202 მარშრუტები იმოძრავებენ ვაკის პარკამდე, ხოლო #44, 73, 81, 171, 195 მარშრუტები ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირიდან თამარაშვილის ქუჩაზე მოძრაობას გააგრძელებენ წერეთლის ქუჩის გადაკვეთამდე, უკან თამარაშვილის ქუჩაზე იმოძრავებენ დადგენილი სქემით. #4 (მ/ს "300 არაგველიდან") და #131 (ორთაჭალიდან) მიკროავტობუსები იმოძრავებენ ვაკის პარკამდე.

27 ივლისს 15:00 საათიდან 18:00 საათამდე დაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, საპირისპირო-მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა. ანალოგიური მოძრაობა იქნება 28 ივლისს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ორივე დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრავი #14 და # 15 ავტობუსები  ჰიპერმარკეტ გუდვილამდე გადაადგილდებიან დიღმის მასივის გავლით დიდი დიღმის მიმართულებით,  დიდი დიღმიდან კი, დადგენილი სქემით.

29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე დაიკეტება გზა თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალზე - ოლიმპიური სოფლიდან  ზღვის უბნის მიმართულებით.

30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი.

ორივე დღეს #111 ავტობუსი ე.წ. გადასასველი ხიდიდან იმოძრავებს ჯინო ფერედაისის კომპლექსამდე. #60 ავტობუსი მ/ს-დან ღრმაღელე, მუხრანის ქუჩის გავლით, თბილისის ზღვის სასაფლაომდე გადაადგილდება.

ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ პერიოდში თბილისს 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი ეწვევა.

კომენტარები