თბილისი 2015 - ფრენბურთი

თბილისი 2015-ზე ბულგარეთის ფრენბურთელთა ნაკრებმა რუსეთის გუნდი დაამარცხა

tbilisi2015.ge

თბილისი 2015-ზე, ფრენბურთში, A ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბულგარეთის ვაჟ ფრენბურთელთა ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 3-1 დაამარცხა.

პირველი სეტში ბულგარელებმა მეტოქეს ანგარიშით 25-23 სძლიეს. მეორე სეტში რუსეთის ნაკრებმა ანგარიშის გაათანაბრება შეძლო ( 25-22), მესამე სეტში კი კვლავ ბულგარელები დაწინაურდნენ 25-22. საბოლოოდ, მეოთხე სეტში ბულგარელმა ფრენბურთელებმა მოიგეს (25-20) და შეხვედრაში გამარჯვებაც სწორედ მათ დარჩათ.

ბულგარეთის ეროვნული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი, კაპიტანი პარაპუნოვ პადოსლავი იყო, რომელმაც 18 ქულა დააგროვა.

შემდეგი მატჩი 27 ივლისს,13:30 საათზე თურქეთისა და ჩეხეთის ნაკრებებს შორის გაიმართება. რუსი ფრენბურთელები 28 ივლისს 11:00 საათზე პოლონეთის ეროვნულ გუნდს, ხოლო ბულგარელები 15:30 საათზე საქართველოს ნაკრებს შეხვდებიან.

 

კომენტარები