ელექტროენერგიის ტარიფი

კალაძე: ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე წლის ბოლომდე 6 მილიონი ლარი გამოიყოფა

კახა კალაძე - ენერგეტიკის მინისტრი
ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირებაზე წლის ბოლომდე 6 მილიონი ლარი გამოიყოფა.

"ეს ადამიანები ვერ იგრძნობენ კორექტირებულ ტარიფს, ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. თანხა 6 მილიონი ლარია წლის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ მარეგულირებელი კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით თბილისის აბონენტებისთვის, ანალოგიურად ეს გავრცელდება დედაქალაქში მაცხოვრებელ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ადამიანებისთვისაც", - თქვა კალაძემ.

სემეკის გადაწყვეტილებით, 1-ლი აგვისტოდან, რეგიონებში (კახეთის გარდა) ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი დღგ-ის ჩათვლით 3.95 თეთრით ძვირდება. მარეგულირებელ კომისიას თბილისში ტარიფის ზრდის მოთხოვნით თელასმაც მიმართა.

 

კომენტარები