ქრთამის აღება

ქრთამის აღების ფაქტზე ლაგოდეხის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს

is.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ არეშფერანში, ვლადიმერ ბესთაევი დააკავა.

სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აუქციონის გამართვამდე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შენობით უკანონოდ სარგებლობისა და აღნიშნულ საქმიანობაში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გრძელდება, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე.

კომენტარები