გაწყვეტილი კონტრაქტი

საფრანგეთი რუსეთს MISTRAL-ების არგადაცემისთვის კომპენსაციას გადაუხდის

AFP

საფრანგეთი რუსეთს MISTRAL-ებს აღარ გადასცემს და კონტრაქტის დარღვევისთვის კომპენსაციას გადაუხდის. შესაბამისი შეთანხმება მოსკოვსა და პარიზს შორის უკვე მიღწეულია. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ კოჟინის თქმით, შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება და კომპენსაციის ოდენობაც გამოცხადდება.

გამოცემა კომერსანტის ცნობით, საფრანგეთი რუსეთს 1 200 000 000 ევროს გადაუხდის, რაშიც შედის როგორც გადახდილი ავანსი, ასევე ეკიპაჟების მომზადებისა და სხვა ხარჯები.

საფრანგეთში რუსეთის შეკვეთით ორი ვერტმფრენმზიდი აშენდა. მოსკოვისთვის მათ გადაცემაზე პარიზმა უარი უკრაინაში კონფლიქტის გამო თქვა.

კომენტარები