ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა

ოლიმპიური ფესტივალის თილისმა
facebook.com/GaribashviliOfficial

დღეს 1 აგვისტოს, ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის ცერემონიალი გაიმართა. დახურვის ცერემონიალზე სიტყვით საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი იანეზ კოსიანჩიჩი გამოვიდნენ სიტყვით. პრემიერის თქმით, საქართველომ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლა. 

პრემიერმა ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, მწრვთნელებს, ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, თბილისის მერიას და ''ჰუალინგ ჯგუფს“, რომელმაც ოლიმპიური სოფელი ააშენა. იანეზ კოსიანჩიჩმა კი ოლიმპიური ფესტივალის მონაწილე ათლეტებს სამომავლო წარმატებები უსურვა. კოსიანჩიჩმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ოლიმპიურ კომიტეტსა და მოხალისეებს.

თბილისი 2015–ზე, ყველაზე მეტი მედალი (მათ შორის ოქროსიც) რუსეთის დელეგაციამ მოიპოვა. საქართველოს დელეგაციამ კი 4 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქვეყნების საბოლოო შედეგები კი ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი: 17 ოქრო, 9 ვერცხლი, 11 ბრინჯაო.
  2. იტალია: 12 ოქრო, 2 ვერცხლი, 10 ბრინჯაო.
  3. საფრანგეთი: 9 ოქრო, 5 ვერცხლი, 8 ბრინჯაო.
  4. უნგრეთი: 9 ოქრო, 3 ვერცხლი, 11 ბრინჯაო.
  5. სლოვენია: 5 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო.
  6. მოლდოვა: 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 0 ბრინჯაო.

2016 წელს მეთოთხმეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი უნგრეთში ჩატარდება. 

კომენტარები