ქართული ოცნება

ქართული ოცნება სექტემბრიდან პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს

მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" სექტემბრიდან რეგიონებში პარტიული კონფერენციების ჩატარებას იწყებს. კონფერენციების ორგანიზების გეგმაზე პარტის პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.

"პარტიის ლიდერები აქტიურად იმუშავებენ ახალგაზრდული ფრთის გაძლიერებისა და ქალთა ჩართულობის ზრდის მიმართულებით. ახალ ეტაპზე გადადის პარტიის სტრუქტურული გაძლიერება. გასვლითი ღონისძიებები სექტემბრიდან დაიწყება და კონფერენცია ყველა რაიონში გაიმართება", - იუწყება ადმინისტრაცია.

კომენტარები