ხანძარი გუდაუთის ქუჩაზე

გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მაშველებმა დიდუბეში, გუდაუთის ქუჩაზე, საღებავების საწყობში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ორი ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

გუშინდელი ხანძრის შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. მათგან სამის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. დაშავებულთა შორის არის ერთი მეხანძრე, რომელსაც სახის არეში დამწვრობა აღენიშნება და მაშველი, რომელმაც კვამლით ინტოქსიკაცია მიიღო.

ხანძარი თბილისში, გუდაუთის ქუჩაზე მდებარე საღებავების საწყობში გუშინ გაჩნდა. 

კომენტარები