აფხაზეთის რკინიგზა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთის რკინიგზის დასუფთავება დაიწყეს

sazogadoeba.ge

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალის დასუფთავება დაიწყეს. დაახლოებით 800 სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი ოჩამჩირიდან ენგურამდე არსებულ მონაკვეთს ასუფთავებს. აფხაზეთის რკინიგზის ეგრეთ წოდებული სამმართველოს დირექტორის მოადგილის იგორ მარღანიას თქმით, სამხედროები ამ მონაკვეთის დასუფთავების შემდეგ მის აღდგენას დაიწყებენ.

რუსი სამხედროების მიერ რკინიგზის დასუფთავების ფაქტს ადასტურებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული ტრანსპორტის სახელმწიფო სამმართველოს ხელმძღვანელი ზურაბ ხაჯიმბა, ამასთან, ხაჯიმბა ამბობს, რომ აფხაზეთში სამხედროები მოულოდნელად გამოჩნდნენ. "ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე არანაირი ნებართვა არ გაცემულა", - აღნიშნა მან, თუმცა დასძინა, რომ აფხაზურმა მხარემ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაზე ნებართვა გასცა. 

აფხაზეთის რკინიგზა ომის შემდგომ პრაქტიკულად ამორტიზებულია, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა რკინიგზის გარკვეული მონაკვეთების შეკეთება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს. 

 

კომენტარები