საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

სიჭინავა: ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს იყო ჩემი პიკი

0 კომენტარი
ფოტო: Georgian Football Federation/Fb.com

ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ მან გუშინ, უეფას სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა. სიჭინავას თქმით, ის დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში დაასახელებს არჩვენების თარიღს. ახალი აღჩვენების დანიშვნამდე სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობას შეასრულებს. 

"ვფიქრობ, რომ ყველაზე საუკეთესო დღე არის დღეს, რათა განვაცხადო, რომ მე მართლა მივდივარ. სადღაც ერთი კვირის განმავლობაში გამოვაცხადებ არჩევნების დღეს. როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს იყო ჩემი პიკი. მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაღუპა ქართული ფეხბურთი, მაგრამ დღეს იყო ზეიმი, მე ვარ ძალიან მოხარული და მინდა გითხრათ, რომ მე ჩამოვკიდე ჩემი საფეხბურთო ბუცები კედელზე. ფეხბურთი სიჭინავას გარეშე", - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.

ზვიად სიჭინავა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 6 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები