ლომისის მონასტრის განცხადება

ლომისის მონასტერი: ღვთაებრივ რუსეთსა და საქართველოს შორის ძმობა იესომ დაამყარა

ლომისის ძმათა მონასტერი
orthodoxy.ge

ლომისის მონასტერმა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ბერები შეავიწროვეს, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მონასტრის ბერებსა და ღვთაებრივი რუსეთის ჯარისკაცებს შორის ძმური სიყვარული და მეგობრობაა.

"ჩვენი დროის საოცრება. ერთმა პატარა ბიჭუკელამ თეთრი შავად გაასაღა, სიმართლეს სიცრუის სახე მისცა და სიკეთე ბოროტებად წარმოაჩინა, და საოცრება სწორედ ის არის, რომ ეს საზიზღრობა ერთ წამში მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაავრცელა. წლების განმავლობაში რუსეთის ჯარისკაცები და ლომისის წმინდა გიორგის მონასტრის მამები ძმური, თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობით ერთაშორის სითბოს და სიყვარულს ვთესავდით და რადგანაც ეს ჩვენი ორი ერის ბუნებრივი თვისება და მოწოდებაა, ამიტომ ღვთაებრივ რუსეთსა და საქართველოს შორის იესო ქრისტეს მიერ ოდითგანვე დამყარებულ ძმურ სიყვარულს და მეგობრობას ბნელეთის ასეთი უსუსური ხრიკები და გამოხდომები ვერაფერს დააკლებს, არამედ, პირიქით, უფლის სიყვარულის ძალით უფრო დაგვაახლოებს და გაგვაერთიანებს! ამინ!" - წერია მონასტრის განცხადებაში. 

კომენტარები