შსს

მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთში ჩარჩენილი 620 ტურისტი ჩამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-ს მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი ჩამოიყვანეს. ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას. 

"თუშეთის სხვადასხვა სოფლებიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ომალოში ჩამოყვანა სასაზღვრო პოლიციის ავტომანქანებით განხორციელდა. მაშველებმა და მესაზღვრეებმა ვერტმფრენით ომალოდან 620 ადამიანი ახმეტის რაიონის სოფელ ფშაველში ჩამოიყვანეს, საიდანაც ისინი მაშველებმა და პოლიციელებმა ავტომობილებით თელავის რაიონში გადაიყვანეს", - აცხადებს შსს.

კომენტარები