სტიქია

პრემიერი: კახეთსა და რაჭაში, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახლებს აღვადგენთ

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის დავალებით, კახეთსა და რაჭაში, მოსახლეობას სტიქიის შედეგად დაზიანებულ საცხოვრებელ სახლებს მთავრობა აღუდგენს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

დაზარალებული 1300 ოჯახის დასახმარებლად შტაბის შექმნა პრემიერმინისტრმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს, ხოლო შესაბამისი სახსრების გამოყოფა - ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს დაავალა.

კომენტარები