ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით 3 თეთრით, ხოლო ევროსთან 7 თეთრით გამყარდა

ლარის სიმბოლო
nbg.ge

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის მიხედვით, ლარი დღეს 3.06 თეთრით გამყარდა, ხვალიდან 1 დოლარი 2.346 ლარი ეღირება. ლარი 7 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებითაც, ხვალიდან 1 ევრო 2.647 ლარი ეღირება.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წლის სავალუტო კრიზისის პიკური ნიშნული 25 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა ლარის გაცვლითმა კურსმა დოლართან მიმართებით 2.416 ლარი შეადგინა.

კომენტარები