კრიმინალი

ურთიერთშელაპარაკებისას, თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დანით მოკლეს

metro.us

თელავში ახალგაზრდა მამაკაცი დანით მოკლეს. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გიორგი ჭ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თელავის რაიონის სოფელ სანიორეში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1980 წელს დაბადებული ზაქარია ზ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გიორგი ჯ. თელავის რაიონის სოფელ ფშაველში, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.

კომენტარები