კრიზისი უკრაინაში

უკრაინის აღმოსავლეთში რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლი ისევ გახსნეს

0 კომენტარი
ფოტო: AFP

უკრაინის აღმოსავლეთში, ოთხდღიანი შესვენების შემდეგ, პრორუსმა სეპარატისტებმა დღეს პირველად მძიმე შეიარაღება გამოიყენეს. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცეცხლი 120-მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნებიდან ლუგანსკის ოლქში გაიხსნა. მანამდე ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებდნენ, რომ სეპარატისტების მხრიდან სისტემურ იერიშებს ადგილი აღარ ჰქონია.

უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევში ტერორისტული ჯგუფი დააკავა, რომელმაც ორგანიზაცია მემარჯვენე სექტორის ოფისი ააფეთქა და საცხოვრებელი სახლის აფეთქებას გეგმავდა. სპეცსამსახურების ცნობით, დაკავებულები პრორუსული ორგანიზაციის წევრები არიან, მათი ლიდერი კი რუსეთის სახალინის ოლქის მცხოვრები აღმოჩნდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები