საზოგადოებრივი მაუწყებელი

GPB ეკა მიშველაძის გადაცემის დახურვის მიზეზად პოლიტიკოსის ცოლობას ასახელებს

პირველი რადიო

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველი ბასა ჯანიკაშვილი ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემის - პირველი სტუდიის - დახურვის მიზეზად პოლიტიკოსის ცოლობას ასახელებს. ჯანიკაშვილმა სასტუმრო ჰოლიდეი ინში, მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე ეკა მიშველაძის შეკითხვას უპასუხა - რატომ დაიხურა მისი გადაცემა. 

"ქალბატონო ეკა, გილოცავთ გაბედნიერებას, თუმცა მაუწყებლის კოდექსის თანახმად, ჟურნალისტმა, რომელიც პოლიტიკური ლიდერის მეუღლეა, უხერხულია, წაიყვანოს პოლიტიკური გადაცემა", - განაცხადა ბასა ჯანიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ინტერესთა კონფლიქტია. მან წაიკითხა ამონარიდი მაუწყებლის კოდექსიდან - "საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი არ აუნდა აშუქებდეს მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს". 

"გათხოვება თუ უხერხულობა იყო, არ ვიცოდი", - განაცხადა ეკა მიშველაძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერზე ალექსი პატრიაშვილზე დაქორწინდა.

კომენტარები