კრიმინალი

ბათუმში ორი მამაკაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ერთ მათგანს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ხოლო მეორეს - დანით. ამასთან, ბათუმელების ინფორმაციით, დანით დაჭრილი კიდევ ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები