წყნეთში ფეინთბოლის სასროლეთის ტერიტორიაზე არასრულწლოვანი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების სამსახურს მოზარდი მძიმე მდგომარეობაში დახვდა, საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე არასრულწლოვანი გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღის წმენდის დროს ტყვია გაუვარდა, რაც 14 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი გახდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის პირი, რომელსაც ტყვია გაუვარდა უკვე დააკავა.